top of page

პროდუქტის დაბრუნება | Product Return

დაბრუნების პირობები

დაბრუნების პირობები წარმოადგენს BPC.ge ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. BPC.ge ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებზე დათანხმებისას თქვენ ასევე ეთანხმებით წინამდებარე დოკუმენტში მოცემულ დაბრუნების პირობებსაც.

BPC.ge არ დაიშურებს ძალისხმევას, რომ თითოეული მომხმარებლის კმაყოფილება იყოს უზრუნელყოფილი და ვებგვერდზე შემოთავაზებული პროდუქცია იყოს სტაბილურად მაღალი ხარისხის. ამასთან, თუ მოწოდებული პროდუქტ(ებ)ი დაზიანებულია ან არ შეესაბამება ვებგვერდზე მითითებულ მონაცემებს, BPC.ge გთავაზობთ პროდუქტ(ებ)ის გამოცვლას ან თანხის დაბრუნებას წინამდებარე დოკუმენტში მოცემული პირობების შესაბამისად.

BPC.ge-ის დაბრუნების პოლიტიკის შესაბამისად, მომხმარბელს შესაძლებლობა აქვს უკან დააბრუნოს შეძენილი პროდუქტ(ებ)ი, იმ შემთხვევაში, თუ:

1. BPC.ge-მ არ შეასრულა პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებული დანაპირები:

  • პროდუქტი დაზიანებულია;

  • პროდუქტი არ შეესაბამება ვებგვერდზე ასახულ ტექნიკურ მახასიათბლებს/სპეციფიკაციას ან შეკვეთას;

  • მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა BPC.ge-ის მხრიდან.

2. პროდუქტს აქვს (ქარხნული) წუნი.~

3. გადაიფიქრეთ შეძენა. არ ვრცელდება ისეთ შემთხვევაზე, როცა შეკვეთის გაკეთებიდან გასულია 6 საათი.

გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საფუძვლის მითითების გარეშე, მომხმარებელს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.

 

რამდენ დღეშია შესაძლებელი ნივთის უკან დაბრუნება და როგორ ხდება მოთხოვნის დაფიქსირება?
  • პროდუქტის უკან დაბრუნების სურვილის შემთხვევაში (ზემოთჩამოთვლილი მიზეზების შესაბამისად, გარდა 3.), საჭიროა პროდუქტის მიღებიდან 7 დღის განმავლობაში დააფიქსიროთ შესაბამისი მოთხოვნა.

  • პროდუქტის დაბრუნებაზე/გადაცვლაზე მომხმარებელს მოთხოვნა შეუძლია გამოაგზავნოს წერილობით, კომპანიის ელ. ფოსტაზე (info@bpc.ge). დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მომხმარებელს შეუძლია დაგვიკავშირდეს ტელ. საშუალებით ან მოგვწეროს ჩატში (+995 577900075)

  • თუ მომხმარებელს სურს პროდუქტ(ებ)ის დაბრუნება, საჭიროა მას თან ახლდეს გადახდის დამადასტურებელი ელ. ქვითარი.  

რამდენ დღეში მოხდება პროდუქტ(ებ)ის დაბრუნება?
  • პროდუქტ(ებ)ის დაბრუნება, თბილისის მასშტაბით, მოხდება განაცხადის დაფიქსირებიდან არაუმეტეს 3 სამუშაო დღისა.

  • ისევე როგორც პროდუქტის მიწოდება, პროდუქტ(ებ)ის დაბრუნება არ ხორციელდება თბილისის გარდა სხვა რეგიონებში.

  • დაბრუნების შესახებ განაცხადის მიღებიდან მაქსიმუმ 12 საათის განმავლობაში, დაგიკავშირდებიან კომპანიის წარმომადგენლები პროდუქტ(ებ)ის დაბრუნების პროცედურასთან დაკავშირებით.

თანხის ანაზღაურება:
  • დაბრუნების შესახებ განაცხადის მიღებიდან მაქსიმუმ 12 საათში, BPC.ge შეგატყობინებთ გადაწყვეტილებას პროდუქტის ანაზღაურების/უკან დაბრუნების შესახებ

  • დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, თანხის უკან დაბრუნება მოხდება განახადის მიღებიდან არაუმეტეს 24 საათში.

  • თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, მომხმარებლის იმ საბარათო ანგარიშზე ჩარიცხვით, რომლითაც მან განახორციელა პროდუქტ(ებ)ის შეძენა.

bottom of page