წესები და პირობები | Terms and Conditions
წინამდებარე ტექსტი/დოკუმენტი წარმოადგენს www.bpc.ge-ს ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებს. ეს დოკუმენტი ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რომელიც ფორმდება შპს „ბიპისი“ -სა (ს/ნ 205288712, იურიდ. მისამართი ქ. თბილისი, გ. ბრწყინვალეს 9, ბ. 47) (შემდგომ ტექსტში, კონფიდენციალულრობის და ყველა სხვა ინსტრუქციაში „BPC.ge“) და მომხმარებელს შორის.
BPC.ge-ის ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები წარმოადგენს ერთიან დოკუმენტს და განხილულ უნდა იქნეს, როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება. ვებგვერდე რეგისტრაციის დროს კი, მომხმარებელი ეთანხმება და ადასტურებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიენციალობის არსებულ პოლიტიკას, დაბრუნებას და გაცვლის წესებს. ასევე ეთანხმება მასზე გავრცხელდეს მათი სამართლევრივი ძალა.
ნუ გააგრძელებთ BPC ვებსაიტის გამოყენებას, თუ არ ეთანხმებით ამ გვერდზე მითითებული ყველა პირობას, თუმცა ვიტოვებთ უფლებას ვკითხოთ ასეთ მომხმარებელს მისი მიზეზი.
სხვა დამატებითი კითხვების, შენიშვნების, ან/და პრეტენზიის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს BPC.ge-ს ელექტრონული ფოსტის ან მობილური ტელეფონის მეშვეობით.
ტერმინოლოგა
ქვემოთ მოცემული ტერმინოლოგია ვრცელდება წინამდებარე წესებსა და პირობებზე, კონფიდენციალურობის შესახებ განცხადებასა და პასუხისმგებლობის შესახებ შეტყობინებაზე და ყველა შეთანხმებაზე. ტერმინები „კლიენტი“, „მომხმარებელი“, „თქვენ“ და „თქვენი“ გეხებათ თქვენ, იმ პირს, რომელიც შესულია ამ ვებგვერდზე და შესაბამისობაშია კომპანიის წესებსა და პირობებთან. "კომპანია", "ჩვენ", "ჩვენი", „ვებგვერდი“ გულისხმობს ჩვენს კომპანიას. „მხარე“, „მხარეები“ კი როგორც კლიენტს, ასევე ჩვენს კომპანიას.
-
მომხმარებელი: 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი, ან იურიდიული პირი, რომელსაც სურს შეიძინოს BPC.ge -ზე განთავსებული პროდუქცია.
-
მესამე პირი: ფიზიკური ან იურიდიული პირი, ან საჯარო დაწესებულება.
-
რეგისტრაცია: პირადი ანგარიშის/პროფაილის შექმნა
-
ანგარიში: მომხმარებლის მიერ BPC.ge-ზე რეგისტრირებული პირადი გვერდი.
საკურიერო მომსახურებას ახორციელებლს შპს „ბიპისი“ საკუთარი საკურიერო მოსახურებას.
მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა შეიძინოს BPC.ge-ზე განთავსებული პროდუქცია ვებგვერდზე ანგარიშის გახსნით.
მომხმარებლის მიერ გაკეთებული თითოეული შეკვეთა წარმოადგენს ცალკეულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მხარეები არიან ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი და შპს „ბიპისი“. შეკვეთის გაფორმებისას გენერირდება ნასყიდობის საგანი, მისი ღირებულება და მიწოდების ადგილი.
რეგისტრაცია
BPC.ge -ზე პროდუქციის შესაძენად აუცილებელია ვებგვერდზე რეგისტრაცია, რისთვისაც მოთხოვნილია სარეგისტრაციო ფორმის შევსება შემდეგი მონაცემების მითითებით:
-
სახელი
-
საკონტაქტო ინფორმაცია: ელ. ფოსტა, მისამართი
-
სისტემაში შესასვლელი პაროლი
რეგისტრაციის გავლა მომხმარებელს შეუძლია პროდუქტის შეძენისას და ასევე შეძენამდეც. შეძენამდე რეგისტრაცია, ან ავტორიზაცია ხორციელდება მას შემდეგ, რაც მომხმარებელი აირჩევს „სისტემაში შესვლას“ ვებგვერდის მენიუდან..
გარდა აამია, სისტემაში შესვლა ან ავტორიზაცია შესაძლებელია შემდეგი გზებით:
-
ელექტრონული ფოსტით
-
Google-ის ანგარიშით
-
სოციალური ქსელით
მომხმარებელი თანახმაა და ადასტურებს რომ:
-
რეგისტრაციისას მითითებული ინფორმაცია არის სრული და სწორი;
-
არის 18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი;
-
არ გამოიყენებს სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას ელ, ფოსტით BPC.ge-ს ვებგვერდზე რეგისტრაციისთვის
-
არ მოახდენს გამოყენებას სახელისას, რომელიც შესაძლოა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს ნებისმიერი სხვა პირისათვის;
-
არ მოახდენს ვებგვერდის გამოყენებას ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით;
-
არ მოახდენს სხვა პირის უფლებების დარღვევას კანონსაწინააღმდეგო ან/და ზიანის მიმყენებელი ქმედებით;
-
არ მოახდენს პროგრამის/მოწყობილობის გამოყენებას ვებგვერდიდან ინფორმაციის მოპოვების ან/და ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის მიზნით;
-
დაიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, არ განახორციელებს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის: ლოგო, ფოტო, გამოსახულება, სასაქონლო ნიშან(ებ)ი და სხვა სახის ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო გამოყენებას, დამუშავებასა და გამოქვეყნებას, წინასწარი თანხმობის გარერშე.
-
არ ექნება წვდომა სხვა მომხმარებლის ავტორიზაციის ინფორმაციაზე;
-
არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობას.
შეკვეთის გაფორმება და პროდუქციის შეძენა
ახალი მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე განთავსებული პროდუქციის შერჩევის და ვირტუალურ კალათაში მოთავსების შემდგომ, აუცილებელია შემდეგი ინფორმაციის მითითება: სახელი, მობ. ტელეფონის ნომერი, ელ ფოსტა, და მისამართი სადაც მომხმარებელს სურს მიიღოს პროდუქცია.
მომხმარებელი შერჩეული პროდუქციის შესაძენად და საფასურის გადახდის მიზნით გადამისამართდება ანგარისწორების გვერდზე. ტრანზაქციის განხორციელებამდე, მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმომოს მის მიერ მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია, მითითებული მისამართის სისწორე მისთვის შეძენილი პროდუქციის შეუფერხებლად მიწოდების მიზნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, არასრული ინფორმაციის (მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია), მითითების შემთხვევაში და შესაბამისად მიწოდების შეფერხების თაობაზე პასუხისმგებლობა მომხმარებელ ეკისრება. შეძენილი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას მომხმარებელი შეძლებს მის პირად გვერდზე.
უკანონო, კიბერთაღლითობის, ან უნებართვო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, BPC.ge იტოვებს უფლებას უარი თქვას ან გააუქმოს ასეთი შეკვეთა.
პროდუქციის საფასურის შესაბამისი ტრანსაზქციის განხორციელების შემდეგ, შეძენილ პროდუქციაზე საკუთრების უფლება სრულად გადადის მომხმარებელზე.
შეენილი პროდუქციის დაბრუნების ან გაცვლის წესები და პირობები მოცემულია დაბრუნების პირობების გვერდზე.
BPC.ge -ზე შეძენილი პროდუქციის მიწოდების წესები და პირობები
BPC.ge -ზე შეძენილი პროდუქციის ტრანსპორტირებას და მომხმარებლისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს „შპს ბიპისი“-ს საკურიერო მომსახურებით.
შეძენილი პროდუქციის მიწოდება და შესაბამისი საკურიერო მომსახურება ხორციელდება მხოლოდ თბილისის მასშტაბით და არის უფასო.
შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხორციელდება სამუშაო და არასამუსაო დღეებში გარდა კვირა დღისა.
BPC.ge -ზე შეძენილი პროდუქციის მიწოდება მოხდება მომდევნო დღეს.
კონფიდენციალური ინფორმაციის შესახებ პოლიტიკა მომხმარებელს შეუძლია იხილოს კონფიდენციალური პოლიტიკის გვერდზე.
ანგარიშსწორების წესი და პირობები
ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
პროდუქციის შეძენისას და შეკვეთის გაფორმების დროს, მომხმარებელი გადამისამართდება ანგარისშსწორების გვერდზე (Unipay-ის ჩაინტეგრირებული ვირტუალური ტერმინალი)- სადაც უთითებს საკუთარი ბარათის დატანილ მონაცემებს. ანგარიშსწორება დასტურდება Unipay-ის მიერ. ტრანაზაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ანგარისწორების ვებგვერდზე ამოდის შესაბამისი შეტყობინება.
BPC.ge-ს არ აქვს წვდომა როგორც მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო მონაცემებზე, ასევე ანგარისწორების გვერდზე.
ანგარისწორების პროცესის დასრულების შემდეგ, მომხმარებელი ელ. ფოსტაზე (რომელიც მითითებულ იქნა რეგისტრაციისას/ავტორიზაციისას) მიიღებს დამადასტურებელ შეტყობინებას.
ვებგვერდით სარგებლობის შეზღუდვა
BPC.ge უფლებამოსილია დაუხუროს ვებგვერდზე წვდომა და შეზღუდოს პირადი ანგარიშით სარგებლობა ცალმხრივად ისეთ მომხმარებელს, რომელზეც დაასკვნის, რომ მისი მხრიდან დაირღვა აქ მოყვანილი წესები და პირობები. აღნიშნული განხორციელდება მომხმარებლისთვის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
შესაძლებლობის ფარგლებში, BPC.ge მაქსიმალურად უზრუნველყოფს კიბერთავდაცვის შესაბამისი სისტემის და მექანიზმის შემუშავებას, თუმცა არ იღებს პასუხისმგებლობას პლატფორმაზე დაცული მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე, მესამე პირ(ებ)ის მიერ მიყენებულ ზიანზე. გარდა ამისა, BPC.ge არ იძლევა გარანტიას, რომ ვებგვერდი და შესაბამისი მომსახურება იქნება მომხმარებლისთვის მუდამ ხელმისაწვდომი და პროგრამულად უხარვეზო (მათ შორის ვირუსები, ან სხვა ხარვეზი).
ვებგვერდზე რეგისტრაციით მომხმარებელი ადასტურებს, რომ არის 18 წელს მიღწეული პირი და საკუთარი თავისუფალი ნებითა და სურვილით სარგებლობს ვებგვერდით.
BPC.ge სრულად იხსნის პასუხისმგებლობას შესაძლო ზიანზე, რომელიც გაუფრთხილებლობის შედეგად დაუდგა მომხმარებელს, როცა მესამე პირისთვის გახდა ცნობილი ამ მომხმარებლის ავტორიზაციისთვის აუცილებელი ინფორმაცია.
ვებგვერდის გამოყენებასთან დაკავშირებული შეზღუდვები
მომხმარებელს ეკრძალება არაკანონიერი მიზნებისთვის ვებგვერდის გამოყენება, მათ შორის ვებგვერდზე წარმოდგენილი ინფორმაციის არასათანადოდ გამოყენება ან სხვა ქმედება, რომელმაც შესაძლოა პირდაპირი ან ირიბი გზით ზიანი მიაყენოს BPC.ge-ს მიზნებს ან/და კანონით განმტკიცებულ ინტერესებს.
მარკეტინგი
რეგისტრაციის დროს, მომხმარებელი ეთანხმება სხვადასხვა სარეკლამო მასალის, პროდუქციის, და მომხმარებლის სერვისების გამოწერას. თანხმობის შემთხვევაში მომხმარებელი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღებს ვებგვერდის სიახლეებს, სხვადასხვა შეთავაზებასა და ინფორმაციას. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია უარი განაცხადოს მარკეტინგულ აქტივობების კამპანიაში ჩართვაზე კომპანიის ელექტრონული ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე.
საავტორო უფლებები
BPC.ge-ზე მოცემული/განთავსებული ტექსტი, ფოტო, გრაფიკული/ანიმაციური გამოსახულებები, სასაქონლო ნიშანი ექსკლუზიურად BPC.ge-ის საკუთრებაა და ასეთი მასალის ნებისმიერი სახით გამოყენება, BPC.ge-ს წერილობითი ფორმით წინასწარი დადასტურებით/თანხმობის გარეშე, აკრძალულია. ამასთან, მომხმარებელს, არ აქვს უფლება BPC.ge -ზე არსებულ მასალები გამოიყენოს იმგრავარდ, რომ დაამციროს/შეურაცხყოფა მიაყენოს კომპანია „ბიპისი“-ის რეპუტაციას. მსავსი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანია „ბიპისი“ იტოვებს უფლებას მიმართოს სამართლებრივი უფლებების დაცვის ყველა შესაძლო საშუალებას. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი პასუხისმგებელი იქნება კომპანია „ბიპისი“-შთვის მიყენებულ ზიანზე (მატერიალურ და არამატერიალურ), რომელიც შესაძლოა მოიცავდეს კომპანია „ბიპისი“-ს მიერ ამ ზიანის აღმოფხვრისთვის გაწეულ ხარჯებსაც, მათ შორის, სასამართლოს და საადვოკატო სერვისის ხარჯებს.
BPC.ge -ზე განთავსებული პროდუქტების შეძენით მომხარებელზე არ გადადის არანაირი საავტორო უფლება.
კომპანია „ბიპისი“ პატივს სცემს ნებისმიერი სხვა პირის საავტორო უფლებას და მომხმარებელს მოუწეოდებს დაიცვას კომპანია „ბიპისი“-ის საავტორო უფლებები. იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური მომხმარებელი საავტორო უფლებების მესაკუთრეა და თვლის, რომ მისი საავტორო უფლების დაცვის ობიექტი, რაიმე ფორმით, კანონმდებლობის დარღვევით განთავდა BPC.გე-ზე, მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს კომპანია „ბიპისი“-ის ელექტრონულ ფოსტაზე და მიუთითოს საავტორო უფლებ(ებ)ის დარღვევის შესახებ.
მოქმედების ვადა და შეწყვეტა
წინამდებარე წესები და პირობები შედის ძალაში მომხმარებლის მიერ თანხმობის გამოხადების შემდეგ და მოქმედებს მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებამდე.
წინამდებარე წესების და პირობების მოქმედება შესაძლოა შეწყდეს წინამდებარე დოკუმენტში გათვალისწინებულ შემთხვევებში ან/და საქარველოს კანონმდებლობით, ასევე, მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს, შეწყვეტის მომენტში კომპანია „ბიპისი“-ის წინაშე არსებული ნებისმიერი ვალდებულების/დავალიანების სრულად შესრულების/დაფარვის შემდეგ.
დავების გადატყვეტის წესი და მარეგულირებელი კანონმდებლობა
წინამდებარე დოკუმენტში მოცემული წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მხარეები თანხმდებიან, რომ დავის, და შესაბამისი უთანხმოების, გადაწყვეტას (ასეთის წარმოშობის შემთხვევაში) შეეცდებიან ურთიერთ-მოლაპარაკების გზით. ასეთი მოლაპარკების წარუმატებლობის შემთხვევაში, მხარები უფლებამოსილნი არიან მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს.
ამასთან, წინამდებარე დოკუმენტშ მოცემული წესების და პირობების რომელიმე ნაწილის/პუნქტის ბათილად ცნობა არ გამოიწვევს სხვა ნაწილის/პუნქტის ბათილობას.
ცვლილებები, შესწორებები და დამატებები
კომპანია „ბიპისი“ იტოვებს უფლებას, წინამდებარე დოკუმენტში მოცემული წესები და პირობები ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ამავე გვერდზე გამოქვეყნებით, შეიტანოს ცვლილებები, შესწორებები, ან/და დამატებები მომხმარებლის დამატებითი თანხმობის გარეშე და ასეთი ცვლილებების, შეწორებების, და დამატებების განხორციელების შემდგომ, BPC.ge-ს მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელების ქმედება მიჩნეული იქნება, როგორც მომხმარებლის მიერ ასეთ ცვლილებებზე თანხმობა.